August 18, 2025

ოქტომბერი 11 2024 წაკითხვა 244 ჯერ

პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, რაც გივი თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოქტომბერი 11 2024 წაკითხვა 242 ჯერ

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოქტომბერი 11 2024 წაკითხვა 214 ჯერ

მივმართავთ ყველას, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა. 26 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენს სამსახურებრივ პოზიციაზე და კარიერაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ხაზარაძის განცხადებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.

„ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც” ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, დღის წესრიგში დგება რიგი საკითხები. დღეს მე რამდენიმე მათგანზე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო.

ოქტომბერი 11 2024 წაკითხვა 227 ჯერ

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უცხადებს.

ოქტომბერი 11 2024 წაკითხვა 366 ჯერ

სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს - ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა“.

 

„მგონია, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით ვიხილეთ. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას ჩალის ფასი აქვს, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. თავისთავად სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, დღეს, საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართეს. ეს უბრალოდ სწორი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართველი საზოგადოება საკმარისად გამოცდილია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „ხომ არ გიქმნით უხერხულობას ის, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას იცავდა“, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას“.

 

„მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია მიიღეს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არაფერი კავშირი აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან. ძალიან სამწუხაროა, როცა ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვს განხორციელებული; როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს. ძალიან შემაშფოთებელია, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არ მიღებას და ა.შ. სწორედ ეს არის ის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულია ეს ყველაფერი გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ. თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ, თავად ბუნდესტაგის შესაბამის წევრებს უნდა შეუქმნას.

ოქტომბერი 11 2024 წაკითხვა 278 ჯერ

გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

გვერდი 123 სულ 676
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.