საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.
ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ნამდვილი მშვიდობა არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და ძლიერი საქართველო - ამას ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ერთად საქართველო ვერ შეძლებს, ამიტომ, 26-ში ისინი უნდა წავიდნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას „საქართველოში უარესი სურათია, ვიდრე მოლდოვაში” მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის ჯოზეფ ბორელის და გერმანიის ელჩის განცხადებები, საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაა, რასაც არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ მოითმენს.
“ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის დუმის ორ დეპუტატს და გავლენიან დაღესტნელ სენატორს მისი მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი და საჯაროდ გამოუცხადა ე.წ. მოსისხლე მტრობა.