" მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს" - ბექა ბასილაია
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმის გამო, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს, ადვოკატი მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე აცხადებს, რომ მოსამართლემ სავარაუდოდ, რეციდივის ფაქტით იხელმძღვანელა.
„გადაწყვეტილების შეფასება უნდა გავაკეთო, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე. ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, იქამდე სასამართლო ფარსია და რასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ გვიტოვებს ვარაუდისთვის სივრცეს. როცა დასაბუთებას დაწერს, ვნახავ, რაზე იმსჯელა - რეციდივს ჰქონდა ადგილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, რეციდივის შემთხვევაშიც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელის შეკრებითობა მოხდეს, თუმცა, ისიც ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში რა გააკეთა, საზღვრის კვეთაზე ფაქტობრივად მაქსიმალური მიუსაჯა და ამას დაუმატა 8 წელი და საბოლოო ჯამში, 12,6 წელი გამოიყვანა. მე ბოლო ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია.
ლოგიკურად შეიძლება ვივარაუდოთ, რადგან აქამდე არსებული ბრალი იყო საზღვრის კვეთამდე და საზღვრის კვეთა ამის შემდეგ მოხდა, ამის გამო შეიძლებოდა რეციდივად შეეფასებინა, მაგრამ ამ პირობებში, როცა ერთი კვირის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მანამდე არსებულ განაჩენებზე მეტია, ამიტომ აბსურდული და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება",- განაცხადა ბასილაიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
