"ეს „მეგობარი აქტი“ არ არის, მტრული აქტია, მისი თითოეული ჩანაწერის მიზანია, საქართველო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად გადაიქცეს"- ლევან მახაშვილი
აშშ-ის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მხარდაჭერილი „მეგობარი აქტი“ ფარატინა ქაღალდია, რომელმაც შესაძლოა, დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ეს „მეგობარი აქტი“ არ არის, მტრული აქტია.
„ამ აქტის თითოეული ჩანაწერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად გადაიქცეს. ეს გათვითცნობიერებული თუ აქვთ ან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აქტის მხარდამჭერებს, ან ქართულ ოპოზიციას, მაშინ მათ ის პასუხისმგებლობაც აუცილებლად უნდა აიღონ, რაც ამ აქტის განხორციელებას, შესაძლოა, მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ეს აქტი დღის სინათლეს ვერ ნახავს, მხოლოდ ერთი კომიტეტის გადაწყვეტილებაა. მას დიდი გზა აქვს გასავლელი და არ მგონია, ძალაში შევიდეს. დიდი ალბათობით, ძალაში ვერც შევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
