"სამხედრო მოქმედებათა მართვაში უხეში ჩარევით მივიღეთ ის, რომ ჯარმა ვერ შეასრულა ამოცანა, მათ არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ის, რაც იყო დაგეგმილი და რაც მათ უნდა გაეკეთებინათ"- ლაშა ქოიავა
“მეოთხე ბრიგადამ კი არ დააგვიანა, ის დააგვიანეს, აქ პრინციპული განსხვავებაა. ჩვენ საბრძოლო დანაყოფებს არ მისცეს საშუალება შეესრულებინათ ამოცანები. აქედან გამომდინარე მცდელობა ჩაკეტო როკის გვირაბი აბსურდული იყო”, – ამის შესახებ, სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ.
მისივე თქმით, სამხედრო მოქმედებათა მართვაში უხეში ჩარევით მივიღეთ ის, რომ ჯარმა ვერ შეასრულა ამოცანა, მათ არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ის, რაც იყო დაგეგმილი და რაც მათ უნდა გაეკეთებინათ.
„ჩვენს დანაყოფებს არ მისცეს საშუალება შეეტიათ ჯავის დაცვის ზღუდისთვის. როკის გვირაბთან ვერ მივიდოდით თუ არ გადავლახავდით ჯავის დაცვის ზღუდეს. ასე რომ საუბარი იმაზე, რომ როკის გვირაბის ჩაკეტვის საშუალება არ მიეცათ – დიახ არ მიეცათ, იმიტომ, რომ უხეში ჩარევით სამხედრო მოქმედებათა მართვაში მივიღეთ ის, რომ ჯარმა ვერ შეასრულა ამოცანა, ვერ შეასრულებინეს – პრინციპული განსხვავებაა. არა იმიტომ, რომ ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები იყვნენ სუსტები, არ იცოდნენ თავიანთი საქმე, ვერ აკეთებდნენ, მათ არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ის, რაც იყო დაგეგმილი და რაც მათ უნდა გაეკეთებინათ. ერთადერთი გზა არის, რომელიც მოდის ჯავიდან ცხინვალის მიმართულებით, ის უნდა აფეთქებულიყო, ჩვენი ინჟინრები აპირებდნენ ამის გაკეთებას და მათ არ მისცეს ამის უფლება“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
