"მივდივარ სასამართლოზე, არც ბილეთი მაქვს აღებული, არც ვცდილობ ვინმეს რაიმე შევეხვეწო" - მამუკა ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოსგან მიიღო ცნობა, დღეს, 27 მარტს, მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით.
ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ქართული ოცნების" პარლამენტში შექმნილმა კომისიამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მამუკა ხაზარაძე 25 მარტს დაიბარა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის . ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება და ამტკიცებს, რომ ამ საქმეში მამუკა ხაზარაძეც იყო ჩართული.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მთელი ეს პროცესი ემსახურება იმას, "რომ საქართველოში მოკვდეს თავისუფალი აზრი", რომ ყველა თავისუფალი პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში "ძლიერი საქართველო", "იყოს დისკრედიტირებული".
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
