"ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი
ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში კონფერენციის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს.
„საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ლიდერების არაკვალიფიციურობა ბევრ რამეს ნეგატიურ კალაპოტში აქცევს. საქართველო არის კარგი ტესტი ყველასთვის. ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ვხედავთ ევროკავშირის წევრ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც საბჭოური მეთოდებით უდგებიან საქართველოს. ასე რომ, მნიშვნელოვანია ევროკავშირი ამ მხრივ გამოფხიზლდეს, დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საკუთარი ხალხის პატივისცემას, ხალხის არჩევანის პატივისცემას. ასევე გულისხმობს ქვეყნების ერთობას, რომელიც მრავალფეროვნების შენარჩუნებით უნდა ხდებოდეს და არა ისე, რომ ერთი ქვეყანა მეორეს თავს ახვევდეს საკუთარ წარმოდგენას კულტურულ იდენტობაზე თუ ამა თუ იმ იდეოლოგიაზე. დღეს არის ყალბი იდეოლოგიების მსხვრევის პერიოდი, განსაკუთრებით აშშ-ში, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვებამ მოიტანა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
