" ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
,,დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, თუ ვერ დაამარცხებს და ამ ბრძოლაში წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას და მომავალს ყოველთვის დავიცავთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ “პირველ არხს” განუცხადა.
მისი თქმით, ყველას უნდა, საქართველო გავლენის ქვეშ ჰყავდეს.
„მცდელობაა, რომ ეს პატარა ქვეყანა კლანჭებში მოაქციონ. რატომ? გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს და ყველას უნდა, საქართველო გავლენის ქვეშ ჰყავდეს. საქართველო თავისუფალია, როგორც არასოდეს. ბუნებრივია, რომ აქტის მხარდაჭერა არ გაგვიკვირდა, რადგან თავის დროზე მისი ხელმომწერები ტრამპის იმპიჩმენტს უჭერდნენ მხარს. ჩვენთან მიმართებით რომ იგივე პოლიტიკა ექნებოდათ, ბუნებრივია. თუ ტრამპი „დიფ სთეითს“ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება. თუ ვერ დაამარცხებს და ამ ბრძოლაში წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია და ჩვენს ენას, სარწმუნოებას და მომავალს ყოველთვის დავიცავთ. ქართველი ხალხის როგორც არასოდეს, ისე გვჯერა და ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დავიცავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
