ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ - პირველ რიგში, ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც [მოსახლეობას] ატყუებს, იპარავენ, კორუფციაში არიან ჩართულები, გააყალბეს და გააფუჭეს არჩევნების აზრი, საერთოდ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მოუკლეს, რა თქმა უნდა, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა გამოგონილ ნორმებზე”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს, იმას მოუსმინონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში. რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როდესაც ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს. სამზარეულოში დარჩენილი პროტესტი ელოდება დასავლეთის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომ გადაწყვიტოს დარჩეს სამზარეულოში, თუ გამოვიდნენ გარეთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმას, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში შევიდნენ.