მარტი 23 2026 წაკითხვა 298 ჯერ

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა.

მარტი 22 2026 წაკითხვა 354 ჯერ

ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ ვდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარდგა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით. მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი სამწყსო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით – ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.

მარტი 17 2026 წაკითხვა 288 ჯერ

,,სიმართლე არასდროს არ იმალება, მათ უკვე საჯაროდაც უწევთ იმის აღიარება, რომ გარედან დავალებული გაერთიანებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მარტი 17 2026 წაკითხვა 128 ჯერ

აბსურდია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“... გუშინ სისულელეები მოვისმინეთ - რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის? ქართული სამზარეულო, ალბათ, შეისწავლეს, ღვინო... ჩვენც ვამაყობთ და გვიხარია, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშისა და ანგარიშის ავტორის, პატრიცია გრჟებიკის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მარტი 16 2026 წაკითხვა 223 ჯერ

როგორც “მოსკოვის მექანიზმი“ არ ცვლის არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საერთოდ არ არის საინტერესო ჰააგის ტრიბუნალის საკითხი - უბრალოდ რელევანტური და აქტუალური არ არის! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალზე შესაძლოა კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მარტი 16 2026 წაკითხვა 232 ჯერ

პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

გვერდი 1 სულ 734
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.