ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს – ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე, როგორც ასრულებენ, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძე აირჩიეს.
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
,,მსგავსი ნაბიჯები, რომლებსაც ვხედავთ, რომლებიც იდგმება ბრიუსელის მხრიდან, განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის, იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ბრიუსელს შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი პარტნიორებს ქვეყნის გარეთ ეძებენ, რათა საქართველოს ინტერესები დააზიანონ.
„ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი გასაგებია, არის დესტრუქციული, რადიკალური და შესაბამისად პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ინტერესები. ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ თვალსაზრისით, რომ მისი სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა - შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია! ალიანსს ნათქვამი აქვს: - შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივის შეთავაზება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ, დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
