"არ ვიცი, მეორე ტურს ვისთან მართავენ, ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს"
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ დღეს აქციას გამართავენ.
ამასთან, როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადება პარტიაში არ განუხილავთ.
„ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს, ეს არის ჩვენი გადაწყევტილება. სირცხვილია ამ ქვეყანაში იმ ფონზე, რა არჩევნებიც ჩატარდა, მეორე ტური გაუმართოს. არ ვიცი, ვისთვის მართავენ, საკუთარი თავისთვის? ვისაუბრებთ და გადავწყვეტთ, რა ფორმატში იქნება 21 ნოემბერი. ზოგადად, აქციას გავმართავთ 21-ში, როცა მეორე ტურები იქნება. ვნახოთ, რაღაც საკითხებზე შევთანხმდებით. ლევან ვარშალომიძის განცხადება პარტიაში განხილული არ ყოფილა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
