"ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანში ოპოზიციური აზრი არ ისმოდეს"
„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანში ოპოზიციური აზრი არ ისმოდეს და ზოგადად, გაქრეს პოლიტიკური ოპოზიცია, მეტს არაფერს არ ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც დღეს გაჟღერდა დაფინასების შეწყეტისა და მთავარი ოპოზოციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ ამომრჩეველმა ხმა იდეის გამო მისცა და შესაბამისად, როგორც უდუმაშვილი ამბობს, ამომრჩევლის ხმები არავითარ ფულზე არ გაიცვლება.
„ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ავტოკრატიული რეჟიმის დაკანონების მცდელობა ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სწორედ ასეთი მეთოდებით მართავს პუტინი დღევანდელ რუსეთს და ზუსტად იმავეს ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“, რომ არ ისმოდეს ქვეყანში ოპოზიციური აზრი და ზოგადად, გაქრეს პოლიტიკური ოპოზიცია, მეტს არაფეს არ ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც დღეს გაჟღერდა დაფინასების შეწყეტისა და მთავარი ოპოზოციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. რვა წელია, ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვემუქრბა რადარებიდან გაგვაქროს, მაგრამ ამ რვა წლის განმავლიბაში არჩევნებიდან არჩევნებამდე ყველა დარწუნდა, რომ „ნაც მოძრაობა“ კი არ დასუსტდა, პურიქით, ყოველწლიურად უფრო ძლიერდება.
დაფინანსებას რაც შეეხება, თუ ჰგონიათ, რომ შეგვეშინდება დაფინანსების მოხსნის, სარეკლამო დროის გაუქმების და ამის გამო შევცვივდებით ახლა პარლამენტში, ძალიან ცდებიან. ჩვენ ამომრჩევლემა ხმა მოგცა ჩვენი იდეის გამო, იმ იდეის გამო, რომელიც ამ ქეყნის განვითარებას ეხება და არანაირ ფულზე არ გაიცვლება ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს არის მხოლოდ იმის მცდელობა, რომ დააშანტაჟონ, დაემუქრონ ოპოზოციას, რაც ძალიან მწარედ შემოუბრუნება „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში.
მიხეილ სააკაშვილი არის პარტიის ლიდერი და იმის გამო, რომ ის არის ლიდერი, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა სამართლიან ჩარჩოებში არ ჯდება, თუმცა რა სამართალზეა საუბარი „ქართული ოცნების“ მხროდან, რა კანონსაც უნდათ წერენ და რა კანონსაც უნდათ იღებენ. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო და არა ერთ ადამიანზე მორგებული ქვეყანა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი