"ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს"
ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.
უდუმაშვილმა აჭარაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, აქციებს ვერავინ შეზღუდავს, იქნება ის მცირერიცხოვანი თუ ფართომასშტაბის.
„ეს აქციები იმართება ღია სივრცეში, ღია სივრცეში როგორც ცნობილია ყველაზე ნაკლები შანსია კოვიდინფექციის გავრცელების. ასე რომ, აქციებს ვერავინ შეზღუდავს, ტყუილად ნუ ექნება იმედი ხელისუფლებას, რომ ამ რეგულაციებით შეზღუდავს აქციებს. ეს იქნება მცირერიცხოვანი თუ ფართომასშტაბიანი“,-აცხადებს უდუმაშვილი.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სამარშრუტო მიკროავტობუსების და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
