"მსოფლიოს უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება"
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. გახარიას თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები.
გიორგი გახარიას განმარტებით, ყველამ ერთად მსოფლიოს უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საქართველოში.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების. რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა, გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
