"ოცნება" განაცდა, მინდა პრემიერის ნაცვლად ბოდიში მოვუხადო ყველა პოლიციელს"
"მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა ყველა პოლიციელს, რომელიც იდგა სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდა, ბოდიში მოვუხადო", - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას, რომელიც 20 ივნისის ღამეს ეხებოდა.
გიორგი გახარიამ ისიც თქვა, რომ "ოცნება" განაცდა.
"მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ სახელმწიფოს დაცვას.
იმიტომ, რომ იქ იმდენი ღირსეული ადამიანი იყო, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა შეწირეს. არავის აღარ ახსოვს დღეს დაზარალებული პოლიციელები. მე ერთი კომენტარი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" განაცდა. მეტი არაფერი არ არის ეს. ოცნება, რომ ქართული არ არის, ეს უკვე მივხვდი, მაგრამ ნაცური გახდა ეს ოცნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
