"31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ"- გიორგი გახარია
31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ. არავის მივცეთ შესაძლებლობა პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
გახარიამ არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსეული გამარჯვება.
„რა თქმა უნდა, არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ 31 ოქტომბერს ღირსეულად გავიმარჯვებთ. არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ბევრის მოთმენა მოგვიწიოს, შეიძლება ბევრი პროვოკაცია უნდა მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი იყოს წყნარი და მშვიდობიანი. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერება და ევროპულად დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
