"ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა, ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს"
თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექნას,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავდა და მათი სახელები მუდამ უნდა გვახსოვდეს.
„უდიდესი პატივია ჰქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექნას. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობი მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავისი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ასევე, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა. ბატონებო, 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდგომ ჩვენი ქვეყნის თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და მათი სახელები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს“,-განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს
- "რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება" - დონალდ ტრამპი
- 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "რუსეთი არ არის მეგობარი, მას მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს" - რა გვასწავლა 2008 წლის აგვისტოს ომმა