"მთის ამბებმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სტიქიის შედეგის მიზეზი იყო ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა" - შალვა პაპუაშვილი
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციას „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია.
„ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო. სოციალურ ქსელსა და მედიაში აქტიურად ზიარდებოდა და განიხილებოდა სატელიტური ფოტო იმ კოტეჯების გამოსახულებით, რომლებიც სტიქიამ გაანადგურა და ინერგებოდა ნარატივი, რომ ბოლო პერიოდში ხდებოდა ე.წ. სასაკლაოს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა. რეალობა კი ის არის, რომ ეს კოტეჯები ჯერ კიდევ 1960-იან წლებშია აშენებული ზუსტად იმ სახით, როგორც ისინი სტიქიის დროს იყვნენ. ეს ყალბი ინფორმაციაც მალევე იქნა მხილებული, თუმცა რამდენიმე დღე კვლავ იყო შენარჩუნებული მედიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
