"რუსული ოცნება“ ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს" - ლევან ხაბეიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რუსული ოცნება“ და ბიძნა ივანიშვილი ხალხს ძარცვავს.
მისი თქმით, აუცილებელია ტარიფების გადახედვა დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად.
“საქართველო, წელიწადში დაახლოებით 70-80 მილიონამდე დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს .... როდესაც 3.25 იყო დოლარის კურსი, 260 მილიონი ლარით ყიდულობდნენ ამ 80 მილიონ დოლარს და ახლა 80 მილიონი დოლარის საყიდლად - 199 მილიონი ლარია საკმარისი ... ამ კურსის ცვლილებით, საშუალოდ 50-60 მილიონი ლარი დარჩებათ, მოიგებენ, მოიპარავენ... ზედმეტობით ამ სხვაობას გაზრდილი ტარიფით გვახდევინებენ. „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს. გადაიხედოს ტარიფები დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად!”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ