შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სახელმწიფო პენსიაზე უფლება წარმოეშობათ – 60 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.
ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მესამე ტურის შეხვედრაში, შეჯიბრების მასპინძელს, უნგრეთს დაუპირისპირდა, წააგო ანგარიშით 14:18 და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში, - ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამანი დაშავდა.
ქუთაისში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა.