ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის წმინდა ნიკოლოზის დღე აღინიშნა
ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის წმინდა ნიკოლოზის დღე აღინიშნა.
ეს დღე უკრაინაში წინასაახალწლო ტრადიციაა, სადაც პატარები საზეიმო განწყობით, წმინდა ნიკოლოზს, ახალი წლის სურვილების ასახდენად, საჩუქრებით და ტკბილეულით ელიან.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ მონაცემთა ბაზაში, დღემდე 393 უკრაინელია, მათ შორის უმრავლესობა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის მიმართ ინტენსიური მზრუნველობა ხორციელდება საყოფაცხოვრებო ნივთებით, პროდუქტებით, მედიკამენტებით, კომუნალური ხარჯებით, ფსიქოლოგების კონსულტაციით, ახალ პროფესიებში გადამზადებით, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობით.
ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
"მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ სოხუმს ღონისძიების ორგანიზებისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თითოეული ამ ადამიანის ყოფა შემსუბუქდეს. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე, მშვიდობა დაიმკვიდრებს და რუსული აგრესია აღმოფხვრილი იქნება ცივილიზებული სამყაროს მიერ. ეს ადამიანები კი, ისევე როგორც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები, დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს,"- აღნიშნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
წმინდა ნიკოლოზის დღისთვის სახელდახელოდ შექმნილი პერფორმანსის შემდეგ, რომელიც უკრაინელებმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის სცენაზე შეასრულეს, პატარებს საზეიმო საჩუქრები დაურიგდათ.

სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
