ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ პერფორმანსი სახელად - "ჩემოდნების აქცია" გაიმართება
18 დეკემბერს 10:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ პერფორმანსი სახელად - "ჩემოდნების აქცია" გაიმართება.
"ოთხი წელი გავიდა, რაც ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვეს, რამაც , როდისღაც ქვეყნის მეორე ქალაქს, განვითარების პერსპექტივა დაუკარგა.
გაჩერებულ ქუთაისში მოქალაქეებს არაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ ბარგი ჩაალაგონ და ქალაქი დატოვონ," - აცხადებენ სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" -ს წევრები.
სამოქალაქო მოძრაობის წევრები და აქტივისტები "ქართულ ოცნებას" ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვაში ადანაშაულებენ და ქვეყნის სახელისუფლებო ინსტიტუტების დეკონცენტრაციას მოითხოვენ.
