18 ივლისიდან 25-ის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 10 253 ადამიანს და აღირიცხა ვირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა.
დღეს, 26 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა.
ერთი ამერიკული დოლარი 2.7917 ლარი ეღირება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისიდან შეასრულებს, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე.
პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება - მთავარი რეკომენდაციაა, რომ ვინც არ არის აცრილი ორჯერ, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.