ქვეყნის მასშტაბით 20 ახალი საბავშვო ბაღი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდება
ქვეყნის მასშტაბით 20 ახალი საბავშვო ბაღი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.
პროგრამის ფრგლებში, ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, 180 ბავშვზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ახალ საბავშვო ბაღში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშო და ეზო.
ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია, რომლის დასრულების შემდეგ, ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
