თბილისში, უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა
თბილისში, მშვიდობის ხიდზე უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქცია უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით ჩატარდა და დღეს მსგავსი პერფორმანსი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები გაშალეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიხაილო პუიანინმა განაცხადა, უკრაინის მოქალაქეების გარდა, დღევანდელ აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რისთვისაც მან მათ მადლობა გადაუხადა.
“დღეს უკრაინის ერთობის დღეა. აღნიშნული აქცია საერთაშორისო კამპანიის ხასიათს ატარებს და მას 40-ზე მეტი ქალაქი შემოუერთდა. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინას ეხმარება. ყველა ქვეყანამ უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სანქციებს გვერდი აუაროს. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენმა პარტნიორმა და ცივილიზებული სამყაროს ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და შეიარაღების მიწოდება. ყველა ქვეყანას მივმართავ - სასწრაფოდ დაეხმარეთ უკრაინას, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სამხედრო შეიარაღება.
დღევანდელ აქციას ასევე შემოუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, სწორედ ამიტომ დღევანდელ ღონისძიებაზე თქვენ ხედავთ არამხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა სახელმწიფოების დროშებსაც. მსგავსი ვითარებაა მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც, სადაც დღეს მსგავსი აქცია მიმდინარეობს და იქაც ბევრი მოქალაქე მიდის, რათა უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატოს. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ეს ჩვენი, ყველას საერთო გამარჯვება იქნება”, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
სიახლეები
- სამხრეთ კორეაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია
- “მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა” - სააკაშვილი გუშინდელ აქციაზე
- “ფაქტია, რომ „დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს; ცნობილია ამ მტრის მიზნებიც, მეთოდებიც და ანატომიაც, ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვებისკენ” – პაპუაშვილი
- ”დამოუკიდებლობა გვინდა და სუვერენიტეტის შენარჩუნება სხვის დაკრულზე ცეკვას არ ნიშნავს” – არჩილ გორდულაძე
- “მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა” - Figaro