იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დროებით შეფერხებული სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა "მაესტრო რეგიონების" ეთერში განაცხადა, წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება დასრულდება.
"ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეფერხდა, მაგრამ ძალიან აქტიურად გაგრძელდა, ამ დროისთვის დაახლოებით 670 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ 1950 პროექტიდან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. დაახლოებით 600 პროექტზე მიმდინარეობს შეფასება ტენდერის საშუალებით და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. 120 მილიონ ლარამდეა რაც იხარჯება იმერეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ამას ემატება 220 მილიონი ლარი, რომლის სამუშაოებსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა რომ ვთქვათ, დაახლოებით 500 კილომეტრამდე გზა მოეწყო წელს იმერეთში, მიმდინარეობს ასევე 209 სკოლის რეაბილიტაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და მშენებლობები, ყველა მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და არცერთი პროექტი პანდემიის გამო შეჩერებული არ არის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
"ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი" - ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა.
ქუთაისის მერიას, UNFPA-ს და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
გსურს წვლილი შეიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში?
მაშინ მხარი დაუჭირე პროექტს - "2 ლარი 2 პრობლემის მოსაგვარებლად" და გაახარე ბავშვები - სათამაშო მოედნის მოწყობით, გადაარჩინე ხეები - მაკულატურის შეგროვებით და ჩაბარებით!
აღნიშნული პროექტით ხელიშეეწყობა:
1. მოხალისეობრივ საქმიანობის გავნითარებას;
2. ქალების ჩართულობას თემის განვითარებაში;
3. კერძო სექტორში მწვანე პოლიტიკის დანერგვას მაღალმითან აჭარაში;
თუ მოგწონთ იდეა, აუცილებლად, გაავრცელეთ ინფორმაცია ან/და შეწირეთ 2 ლარი ან მეტი პროექტს.
როგორ? - გაყევით ბმულს - https://bit.ly/2ADlb7A
ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
ქალაქ სენაკში, სამხედრო ქალაქში, ე.წ. გარადოკში, დევნილთა დასახლებაში 3 000-მდე დევნილი ცხოვრობს, 740 ოჯახი.