რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი
მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის ზონაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, რაჭაში, სტიქიის შედეგად 4 სოფელი გარესამყაროს ერთი თვე იქნება მოწყვეტილი.
„რამდენიმე სახლი სერიოზულად არის დაზიანებული. მოგეხსენებათ, 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა, 8 სოფელი რჩებ, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებზე, როგორიც არის - ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ვესაუბრეთ „ენერგო პროსაც“, რომელიც გვპირდება, რომ ოპტიმისტურის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 კვირაში ელექტრომომარაგების აღდგენა. ის 4 სოფელი, რომელიც მე ჩამოვთვალე - ღები, პატარა ღები, შოვი და გლოლა ერთი თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილ მდგომარეობაში. რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, რასაც დღეს ვუყურებთ, მხოლოდ მაგისტრარული გზების აღდგენითი სამუშაოები დამატებით საჭიროებს დახლოებით 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
