„ედენასა“ - რეგიონში დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობა
მრავალპროფილური რაჭული სუვენირების სახელოსნო „ედენასა“ და ეთნოტურისტული მაღაზია, ონში, მცირე სოციალური საწარმოს ბაზაზე შეიქმნა.
როგორც სახელოსნოს ხელმძღვანელი ლილიანა მაისურაძე გვიყვება, სახელოსნო დაასაქმებს საოჯახო სასტუმროების დიასახლისებს, სოფლის პროდუქტების მწარმოებელ და რეწვით დაინტერესებულ ქალებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამისა და აქტივობების დახმარებით შეიძენენ საჭირო ცოდნას.
იხილეთ ვიდეო ბმულზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში ფაზა 2" (FRLD2) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას.

ინიციატივა მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
