საფრანგეთი მზადაა, თავისი ბირთვული შეკავების ძალები ევროპის დასაცავად გამოიყენოს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
ამერიკელებს იშვიათი ლითონები სჭირდებათ, ჩვენ ის ბევრი გვაქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა უკრაინელი ტყვის გათავისუფლება ომის დასრულებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი უნდა იყოს. ზელენსკიმ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა გაცვალოს ტყვეები „ყველა ყველასათვის“ ფორმატში და ეს სამართლიანი ვარიანტია.
რუსეთის ფედერაცია მზად არის უკრაინაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევზს“ შეადარა ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – „მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი და შესაბამისი პასუხიც მიიღო“.