"ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც უკრაინის კრიზისის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ნატო-ში მისი ჩათრევა დაასახელა"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი პირველი და ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც საჯაროდ დაასახელა ნატო-ში უკრაინის ჩათრევა უკრაინის კრიზისის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად.
სერგეი ლავროვის თქმით, ეს უკვე არის გზავნილი, რომ დონალდ ტრამპს ესმის შესაბამის საკითხზე რუსეთის პოზიცია.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დასავლელ ლიდერებს შორის ის პირველი და ჯერჯერობით, მგონი, ერთადერთია, ვინც საჯაროდ და ხმამაღლა თქვა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო წინა ადმინისტრაციის მიმწოლი ხაზი ნატო-ში უკრაინის ჩათრევასთან დაკავშირებით. ასეთი რამ დასავლელი ლიდერებიდან არავის არასდროს უთქვამს, მან კი რამდენჯერმე გაატარა ეს აზრი. ეს უკვე არის სიგნალი, რომ მას ესმის ჩვენი პოზიცია, როდესაც პრეზიდენტ პუტინმა მასთან სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ზავი, რომელიც მორიგ ჯერზე უკრაინის შეიარაღების და ჩვენ ქვეყანაზე კვლავ დაგეშვის საშუალებას შექმნის, არამედ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას“, – თქვა სერგეი ლავროვმა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
