აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 729-მდე გაიზარდა.
ინდოეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა სამსახურმა კომპანია Hetero Labs-ს ამერიკული საწარმო Gilead Science-ის ექსპერიმენტული პრეპარატის რემდესივირის წარმოებისა და გასაყიდად ბაზარზე გამოტანის ნებართვა მისცა.
სოციალური ქსელი Facebook აფროამერიკელების კუთვნილ ორგანიზაციებსა და კომპანიებს 200 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება.
ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ისლამურ რესპუბლიკაში პირბადეების ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს.
ესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, 21 ივნისიდან ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტებს მიიღებს.
უზბეკეთი ტურისტებს, რომლებიც ქვეყნის მონახულების პერიოდში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდებიან კომპენსაციის სახით 3000 აშშ დოლარს გადაუხდის.