"მსოფლიო სახიფათო ეტაპზეა" - ჯანმოს გენერალური დირექტორი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალ და სახიფათო ეტაპზეა.
მისი თქმით, ადამიანებს სახლში ყოფნა მობეზრდათ, ქვეყნებს კი ეკონომიკის გახსნა სურთ, მაგრამ ვირუსი სწრაფად ვრცელდება.
”მსოფლიო ახალ და სახიფათო ეტაპზეა. ბევრ ადამიანს სახლში ყოფნა მოსწყინდა, რაც გასაგებია. ქვეყნებს ეკონომიკის გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მაინც მომაკვდინებელია და ადამიანების უმეტესობა ისევ რისკის ქვეშ არის" , - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
