August 3, 2025

თებერვალი 23 2022 წაკითხვა 404 ჯერ

რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თებერვალი 23 2022 წაკითხვა 434 ჯერ

ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები უწესდება რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თებერვალი 23 2022 წაკითხვა 428 ჯერ

რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

თებერვალი 22 2022 წაკითხვა 579 ჯერ

დიახ, რა თქმა უნდა, ამიერიდან მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს, რაღა უნდა შესრულდეს, თუ ჩვენ ამ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიარეთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თებერვალი 22 2022 წაკითხვა 573 ჯერ

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენების თაობაზე თანხმობა მისცა. ამის შესახებ რუსული მედია ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეზე, ვალენტინა მატვიენკოზე დაყრდნობით იტყობინება.

თებერვალი 22 2022 წაკითხვა 441 ჯერ

ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, როომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  ესტონეთის ლიდერთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვერდი 220 სულ 338
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.