August 4, 2025

ივლისი 12 2022 წაკითხვა 421 ჯერ

თურქეთში, თუნჯელში ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, დაშავებულია 18 ადამიანი - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ივლისი 12 2022 წაკითხვა 370 ჯერ

“უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ ტერიტორიის დასატოვებლად და აანონსებს მძიმე ბრძოლებს.

ივლისი 12 2022 წაკითხვა 405 ჯერ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1552 დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.

ივლისი 11 2022 წაკითხვა 361 ჯერ

უკრაინელმა ჯარისკაცებმა კრასნოპილას მიმართულებით მტრის თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ძალისხმევას ხარკოვის მიმართულებით ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე.

 

„სლოვიანსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა დიბროვნეს, მაზანივკას, ბოჰოროდიჩნეს, ადამივკასა და კურულკას გარეუბნები.

 

დონეცკის მიმართულებით შეინიშნება ნიშნები, რომ მტრის ქვედანაყოფები ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით.

 

ნოვოპავლივსკის მიმართულებით მტერი ახორციელებს თავდასხმებს ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად. საკონტაქტო ხაზის გასწვრივ ოკუპანტები ახორციელებენ სისტემატურ საცეცხლე შეტევას თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე მათი მოქმედების შეზღუდვის მიზნით“ , - აცხადებენ გენშტაბში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღდმდეგე ცეცხლს ხსნის ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ბერესტოვთან, პოკროვსკესთან, სოლედართან, ზაიცევესთან, ვერშინასთან, ნოვოლუჰანსკესთან, კლიშჩიივკასთან და ნიუ-იორკთან.

 

„მარინკას მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან მორიგი შეტევის მცდელობა მთლიანად ჩაიშალა. ჩვენი ჯარისკაცების ცეცხლის ქვეშ ოკუპანტები სამარცხვინოდ უკუიქცნენ“, - აცხადებენ გენშტაბში.

ივლისი 10 2022 წაკითხვა 409 ჯერ

უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კორპუსის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დაახლოებით 20-ზე მეტი კი - ნანგრევებშია ჩარჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ივლისი 10 2022 წაკითხვა 387 ჯერ

დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო "ტელერამზე" წერს, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა დონეცკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. შენობის ნანგრევებში, მისი თქმით, სულ მცირე, 30 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვიც.

„კორპუსის ორი შესასვლელი მთლიანად განადგურებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, იქ, სავარაუდოდ, 34 ადამიანია", - წერს კირილენკო "ტელეგრამზე".

გვერდი 174 სულ 338
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.