დონეცკში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კორპუსის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დაახლოებით 20-ზე მეტი კი - ნანგრევებშია ჩარჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დაბომბვა რუსული "ურაგანის" ტიპის რაკეტებით განხორციელდა, რამაც კორპუსის ნგრევა და ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია.
ცნობისთვის, დღეს დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ კრამატორსკთან ახლოს მდებარე ჩასივ-იარში რუსული "ურაგანის" ტიპის რაკეტებით კორპუსზე იერიში განხორციელდა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
