საქართველო შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საკმარისია, ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის წარმატებით მართვაზე და/ან რომელიმე ქვეყანას შევედაროთ, რომ ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ, რაიმე ტაბუდადებულ თემას შევეხეთ და მკრეხელობა ჩავიდინეთ.
გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან“ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რამაც, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ეპიდსიტუაცია შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს.
დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში, 11 მარტს მოსალოდნელია ჰაერის დაბალი ტემპერატურა და ნალექი, უმეტესად წვიმის, ხოლო მთაში მცირე თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში +2, +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -2, +7გრადუსი სითბო.
12 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება -6, +5 გრადუსი სითბო. დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, +5 გრადუსი.
13 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება დაბალი ტემპერატურა და ნალექი. დასავლეთ საქართველოში ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება -2, ხოლო მაქსიმალური ნიშნული +11 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში კი, ღამით ჰაერის ტემპერატურა -6°-მდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +5° იქნება.
თბილისში 11-12 მარტს მოსალოდნელია ნალექი, წვიმის და მცირე თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +2, +5°.
13 მარტს, დედაქალაქში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, დღისით +5 გრადუსი სითბო.