„ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში მოვხვდე!“ - გიორგი ფხაკაძემ ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა
გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან“ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საუბრობს.
ის აღნიშნავს, რომ თავად ჯერჯერობით ვაქცინა არ გაუკეთებია, 44 წლისაა და როცა მის ასაკამდე მიაღწევენ, აუცილებლად აიცრება - „დავიღალე სახლში ჯდომით, მოგზაურობა მინდა", აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.
ის 2022 წელს საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში მეგობრებთან ერთად ფართის მოწყობას გეგმავს, რადგან საქართველო ძალიან მოენატრა და მისივე თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსი უკვე კონტროლს დაექვემდებარება - „2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი მაქვს ანაკლიაში ფართის მოწყობა მეგობრებთან ერთად. ამ დროისთვის ყველაფერი უკვე კონტროლის ქვეშ იქნება და უსაფრთხოდ ვიქნებით. ძალიან მომენატრა საქართველო და მეგობრები, მაგრამ ვერ ჩამოვდივარ. ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი!.."
ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი ასევე ამბობს, რომ ვინც აცრას არ ჩაიტარებს, ის საზოგადოებისთვის საფრთხე იქნება - „ამ საკითხზე ევროკავშირი ბევრს ფიქრობს და დიდი დისკუსიაა, რადგან განიხილება, როგორც ადამიანთა უფლებების შეზღუდვა..."
გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს: „თუ 21-ე საუკუნეში გინდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვაქცინაცია საჭიროა. სხვა თავდაცვის საშუალება არ გვაქვს. მაშინ მოსწყდნენ საზოგადოებას და წავიდნენ რაჭაში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში და იქ იცხოვრონ მარტო, ან ჩამოაყალიბონ დასახლებული პუნქტები, სადაც მხოლოდ ანტივაქსერები იცხოვრებენ. თუ საზოგადოებაში ცხოვრება სურთ, უნდა მიიღონ ეს ვაქცინა..."
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივლისისთვის
- რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს - რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
- რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი