რა სანქცია დაეკისრება დამსაქმებელს, თუ თანამშრომელთა სამუშაო საათებს არ აღრიცხავს
პირველი მარტიდან დამსაქმებლებს ახალი ვალდებულება გაუჩნდათ.
კერძოდ, საუბარია, იმაზე რომ ქვეყანაში აუცილებელი ხდება დამსაქმებელმა დასაქმებულთა სამუშაო საათები აღწეროს.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, ცვლილების მიზანი დასაქმებულების დაცვაა. მისივე თქმით, აღნიშნული ვალდებულების დარღვევაზე, სანქციების მექანიზმი ბრუნვაზეა მიბმული და მერყეობს 400-დან 1 000 ლარამდე.
„ჩვენ ვეუბნებით კომპანიებს, რომ თავად შეუძლიათ აირჩიონ როგორც პროგრამული, ისე მატერიალური უზრუნველყოფის გზა. ეს განპირობებულია იმით, რომ მსხვილ კომპანიებს აქვთ საშუალება ელექტრონულად მოახდინონ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღრიცხვა, ხოლო მცირე კომპანიებს, რომელსაც ამის რესურსი არ აქვთ, შეუძლიათ წერილობით აწარმოონ ტაბელი. სამომავლოდ, თუ ეს არჩევანი აღარ მიეცემა ბიზნესს და სავალდებულო გახდება ყველასათვის ელექტრონული წარმოება, ეს იქნება ისეთივე ანგარიშგების შევსების ფორმა, როგორც ახლა ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტი ავსებს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფინანსურ ანგარიშებს. სამომავლოდ ეს თუ მოხდა, არ იქნება ზედმეტი ხარჯის წარმომქმნელი ან შემზღუდავი ნორმა, პირიქით.
რაც შეეხება სანქციებს, ამის მექანიზმი ბრუნვაზეა მიბმული და მერყეობს 400-დან 1 000 ლარამდე. შრომის ინსპექციის დისკრეცია იქნება, პირველივე ჯერზე დააჯარიმებს, თუ ჯერ გააფრთხილებს“, - განაცხადა ფერაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ივლისისთვის
- რუსეთი ახალ საბრძოლო ტაქტიკას იყენებს, კიევი კი სწრაფ რეაგირებას ითხოვს - რა მიმართულებით უჭირს უკრაინას
- რა წნეხში მოვექცევით, თუ რუსეთი ბაქოსა და ერევანზე კონტროლს საბოლოოდ დაკარგავს
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი