Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 384 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 693 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.71 %.
8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას "წითელი ჯვარი" გადასცემს.
სასულიერო პირი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა, ვაქცინაციასა და ჩიპებთან დაკავშირებული ეჭვების შესახებ საუბრობს. დეკანოზი აღნიშნული მოსაზრების აბსურდულობას უსვამს ხაზს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანებს ამის მაინც სჯერათ.
ონკოლოგი, ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ საზოგადოება ჩინურ ვაქცინას, "სინოფარმს" უფრო ენდობა, რადგან ის არის ტრადიციული მეთოდით შექმნილი.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ, რომ "სინოფარმზე" მსგავსი აქტიურობის მოლოდინი არ ჰქონდა, თუმცა მოლოდინი ჰქონდა, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებდა.