როდის იქნება საქართველოში "ფაიზერი" და "მოდერნა" ხელმისაწვდომი - ბიძინა კულუმბეგოვის განცხადება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ, რომ "სინოფარმზე" მსგავსი აქტიურობის მოლოდინი არ ჰქონდა, თუმცა მოლოდინი ჰქონდა, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებდა.
მისივე თქმით, ვინაიდან "ფაიზერი" და "მოდერნა" ყველა მსურველისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი ვერ იქნება, მოსახლეობა სწორად მოიქცა, რომ "სინოფარმით" ვაქცინაციაზე დარეგისტრირდა.
"მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ "სინოფარმი" ავტორიზაციას გაივლიდა. ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად ჰქონდათ ხინჯი, ისეთი ვაქცინა არ გაეკეთებინათ, რომელსაც არ აქვს ავტორიზაცია, ასევე ეშინოდათ უცხოეთში პასპორტის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ, ეს შიშები მოიხსნა და ლეგალურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის თანხმობას არ ნიშნავს.
"სინოფარმით" აცრილი ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებას შეძლებენ თუ არა, ეს თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული.
სიმართლე გითხრა, არ ველოდი "სინოფარმზე" ასეთ აქტიურობას, თუმცა როდესაც "ასტრაზენეკაზე" არის ასაკობრივი შეზღუდვა და ელოდებიან ვაქცინებს, რომელიც როდის იქნება და რანაირად არ იციან, როგორც კი გამოჩნდა ვაქცინა, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდნენ.
ყველა მსურველისთვის ვერ იქნება "ფაიზერი" და "მოდერნა". ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ხალხმა, რომ დარეგისტრირდა, ეს ადამიანები არიან ძალიან მოტივირებულები,"- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მონაწილეობს თვითმმართველობის არჩევნებში
- უკრაინაში მთავრობა შეიცვალა - რას ნიშნავს და რა კავშირი აქვს ვაშინგტონთან?
- “სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა, ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა” - შალვა პაპუაშვილი
- “კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა” - თინა ბოკუჩავა
- “ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ არის მცდელობა გარედან არეულობის შემოტანისა – ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯები ამას გვაჩვენებს, რომ იქნება გარედან ქვეყნის არევის მცდელობა” - შალვა პაპუაშვილი