საქართველო 100 000 დოზა სინოფარმს მიიღებს
საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას "წითელი ჯვარი" გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაცია ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„ვაქცინის მოზიდვის პროცესში იგეგმება კონკრეტულად სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის მხრიდან შეხვედრას წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ესწრებოდნენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოფარმის ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
