ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 945 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 082 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %.
სიცხეში მტვერი, წვიმიან ამინდში კი საშინელი ტალახია. გაუსაძლისი მდგომარეობაა - ასე აფასებენ ქუთაისში, ნიკეას #21ა-ში მცხოვრები დევნილები, მათი კორპუსის წინ მოუწესრიგებელ გზის საფარის მდგომარეობას.
საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, რათა ჩვენი ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, რომელიც მიუღწეველი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის გარეშე, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა სოციალურ ქსელში წერს.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, აგვისტოში დელტა შტამი ფართოდ გავრცელდება, შესაბამისად, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის.
„ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.