სრული ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება.
როგორც გაბუნიამ განმარტა, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ფონი მძიმეა, რაც ლოკდაუნის შესაძლებლობას არ იძლევა.
ამასთან მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ქვეყანას უკვე ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვს.
"ამ ეტაპზე, ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან სოციალური ფონი, ასევე ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა",-თქვა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
