იცით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველამ ერთად?! ამ უნიათოების ჯინაზე ქვეყანა არ ჩავაკეტინოთ - გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესს ეხმაურება და წერს, რომ 2 საათში "ფაიზერის" ვაქცინაზე რეგისტრაციის მსურველი ადამიანების რიცხვი 100 000-ს აღწევს.
დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უწევენ ჩვენს ქვეყანას და დღეს ეს გამოჩნდა ყველაზე რთული გამოწვევის დროს, როდესაც „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 400 698 შემთხვევა.