ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 67-მა ქუთაისელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფოსგან სწავლის სრული დაფინანსება. ისინი სწავლას აგრძელებენ როგორც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე , საზღვარგარეთაც.
გრანტოსნებს ქუთაისის მერიისგან 1000-1000 ლარი გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 100%--იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს 2023 წლიდან აჯილდოებენ. ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
