როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის ბოლომდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
25 ივლისიდან 27 ივლისამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისევ დაცხება. მოსალოდნელია უნალექო ამინდი, საშუალო ტემპერატურა 31-დან 35 გრადუსამდე.
28-29 ივლისს კი ტემპერატურა ბარსა და დაბლობში 29-30 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია მცირე ნალექი.
30-31 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საშუალო ტემპერატურა 32 გრადუსი დაფიქსირდება.
სიახლეები
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
