ოქტომბერი 09 2021 წაკითხვა 381 ჯერ

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა.  ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებდნენ.

ოქტომბერი 08 2021 წაკითხვა 387 ჯერ

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება.

ოქტომბერი 08 2021 წაკითხვა 373 ჯერ

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის ნანგრევების ქვეშ დაახლოებით თერთმეტი საათი იმყოფებოდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ოქტომბერი 08 2021 წაკითხვა 398 ჯერ

ბათუმის რეფერალური კლინიკის დირექტორის, თამარ მხატვარის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

ოქტომბერი 08 2021 წაკითხვა 498 ჯერ

ბათუმში, მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი - ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

ოქტომბერი 08 2021 წაკითხვა 344 ჯერ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

გვერდი 297 სულ 706
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.