პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.
იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი.
14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება.
გია შომახიას, რომელმაც ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 2 წევრი დაკარგა, სამმა კომანიამ ბინა შეუძინა.
Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერ დოზებზე, ასევე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი.
ქუთაისის მერია, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
მერიის განცხადებით, ოქტომბრის თვეში დაგეგმილ კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხა - 35 000 ლარი ბათუმის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
"ვიზიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც ბათუმი და სრულიად საქართველო განიცდის.
სოლიდარობის ნიშნად, ქუთაისის მერია ოქტომბერში დაგეგმილ 4 კულტურულ ღონისძიებას აუქმებს.
თანხა, რომელიც ამ აქტივობებისთვის იყო გამოყოფილი, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება,"- ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.