რა შემთხვევაშია მოსალოდნელი "მეხუთე ტალღა" - თამარ გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 60%-ზე მეტი არ იქნება, მოსალოდნელია პანდემიის "მეხუთე ტალღა".
გაბუნია საზოგადოებას, აცრასთან ერთად, რეკომენაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"ეს ორმაგი დარტყმა ჩვენ რომ გავიაროთ მარტივად, როგორც შარშან მოვახერხეთ და გავიარეთ, იგივე ზომებია საჭირო, რაც კოვიდის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს - პირბადე, სოციალური დისტანცია, ხელის ჰიგიენა, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს და შარშან ჩვენ გამოგვიყვანა საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ზამთრის პერიოდში. ასევე ვაქცინაცია, 60%-ზე მეტი გვჭირდება რეალურად, რომ "მეხუთე ტალღა" ავიცილოთ თავიდან და ზოგადად, წავიდეთ პანდემიის დასრულებისკენ საქართველოს პირობებში. 60% მიღწევადია იმ რესურსის მობილიზებით, რომელიც ჩვენს ხელთ არის", - განაცხადა გაბუნიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა